არაბული გამოცემა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე იორდანიის დედოფალ რანიაზე წერს, რომელსაც ქართველი დიზაინერის მიერ შეკერილი კაბა აცვია. იგი Dalood-ის ცისფერი კაბით ტუნისში ოფიციალური ვიზიტის დროს გამოჩნდა. აღნიშნული ბრენდი ქართველმა დიზაინერმა – მაკა კვიციანმა, 2014 წელს დააარსა. გამოცემა The National-ი წერს, რომ ის 3 თებერვალს ტუნისის პრეზიდენტსა და პირველ ლედის შეხვდა.
დედოფალი რანია სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ წარმომადგენლადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ცნობილი ბრენდების გარდა, ოთხი შვილის დედა ხშირად ჩნდება საზოგადოებაში ახალი და ნაკლებად ცნობილი ბრენდებით.
წყარო: 1tv.ge