“პეტრე ოცხელი” უკვე გერმანულ ენაზე

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Facebook-ის გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს: გამომცემლობა Ciconia.ciconia-მ "პეტრე ოცხელი" გერმანულ ენაზე გამოსცა.

წიგნში ტექსტის ავტორია კოტე ჯანდიერი, წინასიტყვაობა კი გიორგი კალანდიას, ვლადიმირ ველმინსკის და ვადიმ ზახაროვს ეკუთვნით. აქ 100-ზე მეტი ილუსტრაციასა და სხვადასხვა დოკუმენტურ მასალას ნახავთ, წიგნის ყდად კი რა თქმა უნდა საკულტო სკეჩი "მფრინავი მღებავია" გამოყენებული. 

შეგახსენებთ, რომ მხატვრის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 2017 წელს ოცხელის 30 ნამუშევარი სრულად აღადგინა თიბისი ბანკმა, რომელთა დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა. ნამუშევრები თიბისი გალერეაში და ავტობუსის გაჩერებებზე გამოიფინა, კოლექციის ნაწილი კი Google-ის ონლაინ მუზეუმშიც გამოჩნდა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით, გამომცემლობის Ciconia.ciconia მიერ გერმანულ…

Posted by ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center on Sunday, February 3, 2019