მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ვეგეტარიანელებისა და ვეგანების რაოდენობა. ვეგანები, ვეგეტარიანელებისაგან განსხვავებით, გარდა ხორცისა, უარს ყველა ცხოველური წარმოშობის პროდუქტზე ამბობენ. მათ რიგში მრავალი ცნობილი ადამიანიც დგას. მაგალითად, ახლახანს მომღერლებმა ბიონსემ და ჯეი-ზიმ კონკურსი გამოაცხადეს, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ამერიკელი ფანი, რომელიც ვეგანურ დიეტაზე გადავა, ყველა მომავალი კონცერტის უფასო ბილეთს მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამზარეულო ხორცზე ორიენტირებულია და უფასო ბილეთებსაც არავინ გვპირდება, ბოლო წლებში თბილისსაც შეემატა რამდენიმე ადგილი, სადაც გემრიელ და ჯანსაღ მცენარეულ საკვების მივრთმევთ.
Zero Effect
,,Zero Effect" 10:00 საათიდან 23:00 საათამდეა ღია. კაფესთან ერთად ის concept store-იცაა, სადაც ნატურალური, გარემოსთან მეგობრული თავის მოვლის საშუალებები, ბამბუკის კბილის ჯაგრისი, საწრუპი, ჩანთები და სხვა ნივთები შეგვიძლია შევიძინოთ. ამიერიდან გარემოს დაბინძურებაზე აღარ ვინერვიულებთ.
Chaos Cafe
ChaosConcept Store-ის ვეგანური კაფე სულ ახლახანს გაიხსნა. ChaosConcept-ი ულამაზესი ინტერიერის ტრადიციას არ ღალატობს და ამჯერადაც სასიამოვნო გარემოს გვთავაზობს. კაფე ღიაა: კვირა-ხუთშაბათი 12:00-20:00, პარასკევი-შაბათი 14:00-22:00.
Namu
აღსანიშნავია, რომ ,,ნამუ" 2016 წლიდან ფუნქციონირებს. სამზარეულოს შემქმნელი და შეფი – ანა ტიკარაძე, თვლის, რომ ჯანსაღი კვება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საფუძველია. მისი კაფე უმი, ვეგანური სამზარეულოა, სადაც შაქარს, ხორბალსა და რაფინირებულ მარილს არ იყენებენ. ,,ნამუს" დესერტები და დამატებთი ინფორმაცია შეგიძლიათ მათ ინსტაგრამ გვერდზე იხილოთ.
Kiwi
Kiwi-ს შესახებ ალბათ უკვე ყველამ იცის, თუმცა შეიძლება არ იცოდეთ, რომ აქ შეგიძლიათ ახალი, საქართველოში დამზადებული ვეგანური ძეხვი და სოსისი შეიძინოთ. კაფეს ხელმისაწვდომი ფასები და უგემრიელესი საჭმელი ვეგანური დიეტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. აქ მოსვლა პარასკევის გარდა ყოველდღე 12:00 – 22:30 საათამდე შეგიძლიათ.