კენდალ ჯენერის ყვავილებიანი კაბის ქართული ისტორია

Vetements-ის 2019 წლის გაზაფხულის კოლექცია დემნა გვასალიას ბავშვობიდანაა შთაგონებული. ის მისი ქართული ფესვებისა და სამოქალაქო ომის პერიოდის შესახებ გვიყვება. საქართველოს 90-იანი წლების ქალის სტილის ვიზუალები ჩვენ საზოგადოებაში ნოსტალგიურ გრძნობებს აღძრავს, შესაბამისად, სამოსი პოდიუმზე ქართველმა მოდელებმა წარადგინეს. 

დღეს კენდალ ჯენერი The Ellen Show-ს მიწვეული სტუმარი იყო, აქ კი მან სწორედ გვასალიას ცნობილი მწვანე ყვავილებიანი მინიკაბა მოირგო. მოდელმა ვინტაჟური სტილის კაბას ახალი, ფერადი და თანამედროვე ფეხსაცმელი შეუხამა. მთლიანი ლუქის წყალობით, მაღალყელიან და გრძელსახელოებიან მინიკაბას ახალი სიცოცხლე შეეძინა.