ენდი უორჰოლის #polaroid -ზე აღბეჭდილი 70-იანები

70-იანებში ენდი უორჰოლის ყოველდღიურობის ნაწილი პოლაროიდის კამერის თან ტარება და საკუთარი ცხოვრების ფირებზე აღბეჭდვა იყო. 


ენდის პოლაროიდს დღიურის ფუნქცია ჰქონდა. როგორც თვითონ ამბობდა, საუკეთესო კადრები მაშინ გამოდის, როდესაც ცნობილ ადამიანებს ყველაზე რუტინულ და არაორდინალურ სიტუაციაში იღებ. 

უორჰოლი 70-80-იან წლებში ჟანმიშელ ბასკიას, ლაიზა მინელის, ჯეინ ფონდას პორტრეტებიდან დაწყებული ნიუ იორკის წვეულებებით დამთავრებული ყველა მისთვის საინტერესო კადრს ფირზე აღბეჭდავდა. 


ენდის პოლაროიდის სურათებს London’s BASTIAN gallery 2 თებერვლიდან 13 აპრილამდე უმასპინძლებს. 

ღონისძიებაზე, სხვა ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება უარჰოლის 60 პოლაროიდი.