რა ხდება ურთიერთობების დასრულების შემდეგ? #photoproject

როგორ უმკლავდებიან ქალები ურთიერთობების დასასრულს და ემოციურად რა ეტაპებს გადიან დაშორების შემდეგ?

ლაურა სტივენსის ფოტო პროექტი “Another November” იმ ქალების პორტრეტებს აერთიანებს, რომლებმაც გრძელვადიანი და საკმაოდ მჭიდრო კავშირი დაასრულეს საყვარელ ადამიანებთან. 

“ამ ქალებიდან ბევრი ჩემი მეგობარია, ბევრს კი სპონტანურად, სრულიად შემთხვევით შევხვდი გარეთ, ქუჩებში” – ამბობს ფოტოგრაფი პროექტში მონაწილეების შესახებ. 

ფოტოპროექტში კარგად ჩანს ადამიანთა სევდისა და ტკივილის ის განცდა, რომელსაც უეცარი დანაკარგი იწვევს.