სამშნებლო კომპანია ანაგი, დეველოპერული კომპანია რედკო და საქართველოს ბანკი თანამშრომლობას იწყებენ!

'რედკოსა' და 'ანაგს' შორის პარტნიორობის შედეგად მომდევნო 5 წლის მანძილზე, კომპანია „ანაგი“ განახორციელებს დეველოპერული კომპანია „რედკოს“ მიმდინარე და ახალ პროექტებს.

აღნიშნული თანამშრომლობა გულისხმობს წამყვანი ბანკის მხრიდან აღნიშნულ კომპანიებთან ფინანსურ პარტნიორობას, რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტურიზმის განვითარების მიზნით. 

გენერალური გეგმის მიხედვით რედკო გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც მოიცავს აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ და რეკრეაციულ ცენტრს, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, რედისონ ბლუ გუდაურს. ასევე, 2019 წლის გაზაფხულისთვის რედკო გეგმავს ბათუმში საერთაშორისო ბრენდ Le Meridien-ის სასტუმროს გახსნას. ამ პროექტის განსახორციელებლად რედკომ 80 მილიონი ლარის ინვესტიცია გამოყო.