კარა დელევინმა ფრანგული მოდის სახლი Balmain-ის გაზაფხულის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც მოდის სახლის კრეატიული დირექტორი ამბობს, მისი შთაგონების მთავარი წყარო 1993 წლის ჟურნალი Rolling Stone-ის ფოტოსესია იყო. ფოტოსესიაში ჯანეტ ჯექსონი შიშველი პოზირებს.
Balmain-ის კრეატიულმა დირექტორმა ინსპირაციის შესახებ საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა.
ოლივიეს თქმით, მას ყოველთვის ხიბლავდა ის ქიმია, რომელიც მასსა და კარას შორის არსებობდა. ეს ფოტოსესია კი კარგი რეპრეზენტაციაა იმისა, თუ როგორები არიან Balmain-ის ქალები: თავდაჯერებულები და ძლიერები.