თბილისი მაგნუმის წიგნებში – მარტინ პარი

თბილისში 15 თებერვალს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის – „მარტინ პარი თბილისი", პრეზენტაცია და გამოფენა „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიმართა. გამოფენა „თიბისი გალერეაში“ 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოში ჩამოსვლამდე წიგნისა და გამოფენის პრეზენტაცია ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მთავარ სცენაზე შედგა.

 

მარტინ პარიმ ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტისა და განსხვავებული ფერების გამო, პარი 1980-იანი წლებიდან ყველაზე წარმატებული და პოპულარული ფოტოგრაფების სიაში მოხვდა და სააგენტო ,,მაგნუმ ფოტოს“ ერთ-ერთი მთავარი წევრი გახდა.

Mushrooms at the market. 2009. © Martin Parr/Magnum Photos
GEORGIA. Tbilisi. A Flea Market. 2009. © Martin Parr/Magnum Photos
GEORGIA. Tbilisi. Vake Swimming Club. A Sulphur Bath. 2009. © Martin Parr/Magnum Photos

ექსპოზიცია „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ „მაგნუმ ფოტოს“ წევრი ფოტოგრაფების მიერ 71 წლის განმავლობაში თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს, ავტორებს შორის არიან ფოტოგრაფები: რობერტ კაპა, ანრი კარტიე-ბრესონი, კარლ დე კეიზერი, ინგ მორატი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი. ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ 1947 წელს ჯონ სტეინბეკთან ერთად თბილისში მოგზაურობისას გადაიღო. გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს.

GEORGIA. Tbilisi. 2002. © Martin Parr/Magnum Photos
GEORGIA. Tbilisi. 2002. © Martin Parr/Magnum Photos

წიგნი მის მიერ თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნა და ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან ,,Prestel Publishing"-თან თანამშრომლობით მიუნხენში გამოიცა. წიგნში პარის 2009 წელს თბლისში გადაღებული რამდენიმე ფოტოც შევიდა. წიგნის ტექსტი კი, აკა მორჩილაძეს ეკუთვნის.

GEORGIA 1995 Tbilisi Prison for Minors. © Thomas Dworzak/Magnum Photos
GEORGIA. Tbilisi. 1995. Swimming pool. © Thomas Dworzak/Magnum Photos
GEORGIA 2-4 1995 Tbilisi Yessidi ( Kurdish ) kid in backyard. © Thomas Dworzak/Magnum Photos

პროექტი თბილისის მერიის მიერ, „თიბისის“ მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის დირექტორი ,,მაგნუმ ფოტოს“ წარმომადგენელი საქართველოში ეკა ენუქიძეა. ღონისძიების პარტნიორები კი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია არიან.

SOVIET UNION. Georgia. Tbilissi. A wedding reception. © Martine Franck/Magnum Photos
Martin Parr GEORGIA. Tbilisi. 2002. © Martin Parr/Magnum Photos
Martin Parr GEORGIA. Tbilisi. National Library. 2018. © Martin Parr/Magnum Photos

 

წყარო: 1tv.ge