დავით მესხის ფოტოები ბერლინში გამოიფინა

ქართველი ფოტოგრაფის დავით მესხის ფოტოების გამოფენა ბერლინში, ,,Galerie für Moderne Fotografie"-ში, პარასკევს გაიხსნა. 

Tomorrow night. Best night. @datomeskhi_

Posted by Galerie Für Moderne Fotografie on Wednesday, February 13, 2019

 

Carpet Sunrise ფოტოების კოლექციის სათაურია, რომლებიც სპორტულ აქტივობებს კონკრეტულ მომენტში ასახავს. გამოფენის მნახველებს ექნებათ საშუალება დაათვალიერონ დავით მესხის ტანმოვარჯიშეების სურათები, მათთან ერთად კი კადრები ფოტოგრაფის ჯარში ყოფნის პერიოდიდან. 

,,დავით მესხი არის ფოტოგრაფი, რომელიც მოღვაწეობს ბერლინში (გერმანია). ის დაიბადა 1979 წელს თბილისში (საქართველო). 2005 წელს მოიპოვა აკადემიური ხარისხი ფოტოჟურნალისტიკის განხრით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირველი სოლო გამოფენის – Higher-ის შემდეგ (2011 წ.), იგი იყო ფილმის – “როდესაც დედამიწა მსუბუქია” თანარეჟისორი. ფილმი ეფუძნება დავით მესხის ფოტოსერიას ქართველი სკეიტერების თემაზე. 2017 წლიდან მისი ნამუშევრები წარმოდგენილია ბერლინის თანამედროვე ფოტოგრაფიის გალერეაში." – propaganda.network

David Meskhi, Gold of light 14

David Meskhi, აბსტრაქტული სხეული 02, 2016

David Meskhi, Carpet Sunrise, 2016

David Meskhi, სერიიდან: როდესაც დედამიწა მსუბუქია, 2013