ქუჩის ხელოვნება, ანუ Street Art-ი მსოფლიოში დროდადრო უფრო აქტუალური და პოპულარული ხდება. მხატვრები ითვისებენ მიტოვებულ შენობებს, გამოხატავენ პროტესტს და საკუთარი სათქმელი ადრესატამდე სხვადასხვა გზით მიაქვთ, იქნება ეს სტენსილი, გრაფიტი, wheatpaste-ი თუ სხვ.
NeSpoon-ი პოლონელი ხელოვანია, რომელიც წლებია სტრიტ არტითაა გატაცებული. ის, ქალაქის დიდ და მიტოვებულ შენობებზე სტენსილებს აკეთებს.
NeSpoon-ს სხვა ხელოვანებისგან ტრადიციული ორნამენტებით შექმნილი სტენსილები გამოარჩევს.