ვივიენ მეიერის სამყარო ფერებში #The Color Work

ქუჩის ფოტოგრაფიით გატაცებული ვივიენ მეიერი (1926–2009)  მთელი ცხოვრების განმავლობაში ქალაქიდან-ქალაქში დასეირნობდა და იღებდა მისთვის საინტერესო კადრებსა და ადამიანებს. 

მისი ფოტოგრაფიული ნიჭის შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცოდა. მეიერის ნამუშევრები 2007 წელს, სიკვდილამდე 2 წლით ადრე, უძრავი ქონების აგენტმა ჯონ მალუფმა აღმოაჩინა. 

ვივიენის ასობით ნამუშევრის აღმოჩენა ნამდვილი სურპრიზი იყო მაშინდელი საზოგადოებისთვის. მისი შემოქმედება წლების განმავლობაში საცავში მანამ იმალებოდა, სანამ 2015 წელს გამოფენა სახელწოდებით  ‘Finding Vivian Maier’ გაიმართებოდა. 

ახლა კი, ნიუ იორკში, 2018 წლის 15 ნოემბრიდან 2019 წლის 2 მარტამდე,  Howard Greenberg Gallery-ში, ვივიენ მეიერის აქამდე უცნობი ფერადი ნამუშევრები იხილავენ დღის სინათლეს.