გერმანელი დიზაინერი და ფოტოგრაფი კარლ ლაგერფილდი, 85 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას businessoffashion ავრცელებს.
ლაგერფილდი 1933 წელს ჰამბურგში დაიბადა და მთელი ცხოვრება მოდას მიუძღვნა. 70 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ის, მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური, გავლენიანი და წარმატებული პიროვნება იყო.
დიზაინერი 1983 წლიდან Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, 1965 წლიდან კი Fendi-ს კრეატიული დირექტორი იყო.