Chanel-ის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ვირჯინია ვიარდია

მოდის ინდუსტრიაში კარლ ლაგერფილდის გარდაცვალება ერთი დიდი ეპოქის დასასრულად შეაფასეს. Chanel-მა კი ლაგერფილდის შემცვლელად ვირჯინია ვიარდი დაასახელა. ვირჯინია შანელის ახალი შემოქმედებითი ხელმძღვანელი იქნება. 

ვირჯინია ვიარდი 1987 წლიდან კარლთან ერთად მუშაობდა. მათი ერთობლივი ნამუშევრები კი, ყოველთვის იწვევდა მოდის მოყვარულების აღფრთოვანებას. ვიარდს შანელში 30 წლის სამუშაო სტაჟი აქვს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გააგრძელებს ვირჯინია კარლის გზას, თუმცა, ფაქტია, Chanel-ში მასზე უკეთესი კანდიდატი არ მოიძებნებოდა.