ინსტაგრამი 2010 წელს ჩაეშვა და მას შემდეგ მომხმარებლემა ქსელში 40 მილიარდზე მეტი ფოტო გააზიარეს. დღიურად კი 80 მილიონი სურათი იდება პლატფორმაზე.
დღეს ინსტაგრამს ადამიანები საკუთარი თავის გამოსახატად, ნამუშევრების გასაყიდად, სამუშაოდ, ან უბრალოდ საინტერესო კონტენტის განსათავსებლად და სანახავად იყენებენ.
და რა დამხმარე აპლიკაციები შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ინსტაგრამი უფრო საინტერესო გახდეს?
Afterlight 2
ფოტოების დასამუშავებლად, ახალ-ახალი ეფექტების გამოსაყენებლად და სხვადასხვა ინსტრუმენტების ასათვისებლად Afterlight 2 კარგი აპლიკაციაა. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომ თავად შექმნან საკუთარი ფილტრები, რომელთა გამოყენებაც სურთ სურათებზე. აპლიკაციის ფასი $3-მდე მერყეობს.
Followers Pro +
თუ გაინტერესებთ, ვინ დაგაფოლოვათ, ვინ დაგბლოკათ, ვინ წაგშალათ გამომწერთა სიიდან, რამდენი ადამიანი გყავთ ცალმხრივად დაფოლოვებული და ა.შ მაშინ ეს აპლიკაცია თქვენთვისაა.
Followers Pro + საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თუ როგორი კონტენტი მოსწონს თქვენს გამომწერებს, რა უფრო აინტერესებთ მათ და რამდენი გამომწერისა და მოწონების მოტანა შეუძლია თითო პოსტს.
Snapseed
ანდროიდის მომხმარებლებს Google-ი პროფესიონალური ფოტო დამუშავების აპლიკაცია Snapseed-ს სთავაზობს. Snapseed-ი iPhone-ისა და iPad-ის მომხმარებლებისთვისაც არის ხელმისაწვდომი. მას 29 ეფექტი და მრავალი სხავდასხვაგვარი ფუნქცია აქვს. აპლიკაცია სრულიად უფასოა.
HUJI
თუ ფირის ფოტოგრაფია გიზიდავთ და მოგწონთ დაძველების ეფექტის მქონე სურათები, HUJI სწორედ ფირის ფოტოგრაფიის ახალი ალტერნატივაა. აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე.
Quik
ვიდეო გიგანტი GoPro მომხმარებლებს ვიდეო დამუშავებისთვის აპლიკაცია Quik-ს სთავაზობს. თუ GoPro-ს სტილის ვიდეოები მოგწონთ, მაშინ ეს app-ი საშუალებას მოგცემთ მსგავსი ვიდეოები გადაიღოთ, დაამუშაოთ და მუსიკაც მოარგოთ მას თქვენი გემოვნებით.