რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება.
გვანცა ჯიშკარიანი, თამო ჯუღელი – Two Solo Shows
გალერეა Project ArtBeat წარმოგიდგენთ – ორი სოლო გამოფენა: გვანცა ჯიშკარიანი, თამო ჯუღელი.
გამოფენა 21 თებერვლიდან 7 აპრილამდე გაგრძელდება. გალერეა ღიაა დამთვალიერებლისთვის სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00-19:00 სთ.
მისამართი: პ. ინგოროყვას ქ. 14, თბილისი. www.projectartbeat.com
ქალი მეზობლად – ფილმის ჩვენება და დისკუსია
კვირას, 18:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება ფრანსუა ტრიუფოს ფილმის, „ქალი მეზობლად“, სპეციალური ჩვენება
სეანსამდე შესავალს გაუკეთებს, ხოლო ფილმის დასასრულს რეჟისორის შემოქმედებაზე ისაუბრებს, კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია
Buyers X Cosmos
დღეს BUYERS-ის შოურუმში CosMoshoodies ოფიციალური პრეზენტაცია ჩატარდება. ახალი კოლექცია, არტ ინსტალაცია და ვიდეო პრეზენტაცია + refreshments.
დაწყების დრო: 22 თებერვალი, 19:00 საათი
მისამართი: BUYERS-ის შოურუმი, ქ. თბილისი, გერონტი ქიქოძის ქ.11
Risk – ჩემპიონატი წიბახას სამაგიდო თამაშების კლუბში
კვირას – 24 თებერვალს, 15:00 სთ-ზე წიბახას სამაგიდო თამაშების კლუბში ჩატარდება ჩემპიონატი ,,რისკში".
მონაწილეობის მისაღებად თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2BwS3Mk.
თამაშის საფასური: 12 ლარი. გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი – 2 აბონემენტი (თითო 6 ვიზიტიანი) და ასევე მეორე პრიზი, რომელიც საიდუმლოდ რჩება ჩემპიონატის ფინალამდე.
Fuckup Nights Tbilisi vol. 10 & Fuckup Book Presentation
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.
ივენთის ფარგლებში იქნება Fuckup Book-ის ქართული გამოცემის პრეზენტაცია. წიგნი Tbilisi Startup Bureau და ბიზნესლიტერატურის პროექტ ლურჯი ოკეანე • Blue Ocean თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცემა. Fuckup Book Fvckup Nights-ის მოძრაობის ნაწილია და სწორედ ამ ღონისძიების იდეის ავტორებს ეკუთვნით.
ღონისძიება შედგება 28 თებერვალს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8).