ჰოლივუდის სახეები Magnum-ის ფოტორეპორტიორთა ობიექტივში

დიდი კინოვარსკვლავების ყოველდრიურობის ამსახველი, დოკუმენტური ფოტოები "მაგნუმმა" საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ჯეინ ფონდა, მერლინ მონრო, ჯეიმს დინი და სხვა ცნობილი ჰოლივუდის სახეები "მაგნუმის" ფოტოგრაფთა ობიექტივში მოხვდნენ.

"მაგნუმი" ანრი კარტიე-ბრესონმა, რობერტ კაპამ, ჯორჯ როჯერმა და დევიდ სეიმურმა 1947 წელს დააარსეს. ეს არის ფოტოგრაფთა გაერთიანება, რომელიც  ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MOMA) რესტორანში გამართული ვრცელი საუბრის შედეგად შეიქმნა. "მაგნუმი" თანამედროვე ფოტოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ძლიერი და პრესტიჟული სააგენტოა, რომელიც ფოტოჟურნალისტებს აერთიანებს.