დემნა გვასალია საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე, გრაფიკსა და სამომავლო გეგმებზე

WWD-სთან ინტერვიუში დემნა გვასალია საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე, გადატვირთულ გრაფიკსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

მისი თქმით, ის გარკვეულ ცვლილებებს იწყებს, რათა არ გადაიწვას და ნორმალურად, ყოველგვარი სტრესის გარეშე შეძლოს მუშაობა.

ეს ცვლილებები შეეხება გაზაფხული/ზაფხულის, შემოდგომა/ზამთარის და პრე-კოლექციებს. მათ მაგივრად BALENCIAGA მთლიანობაში წარადგენს ორ დიდ კოლექციას (ზამთარი/გაზაფხული და ზაფხული/შემოდგომა). ამ სიახლით კოლექციის პირველ ჩვენებას დემნა 3 მარტს გამართავს. 

როგორც გვასალია ინტერვიუში ამბობს, ის ამჟამად ვეგეტარიანულ დიეტაზეა, თავისუფალ დროს კი საყვარელ ადამიანთან ერთად შვეიცარიის სოფლებში ატარებს.