მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი ეგვიპტეში დააჯილდოვეს

ეგვიპტეში Aswan International Women Film Festival გაიმართა, სადაც მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება” საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

“სანამ მამა დაბრუნდება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ, შეფილდის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით კი ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენეს. რამდენიმე დღის წინ ფილმის ჩვენებები გაიმართა პრაღასა და კოპენჰაგენში. “სანამ მამა დაბრუნდება” ორი მოზარდი გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს. მოვლენები კი პანკისის ხეობაში ვითარდება.

◾კინოiD – სანამ მამა დაბრუნდება

◾ფილმი ''სანამ მამა დაბრუნდება" სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში მონაწილეობს, ფესტივალი 10-17 აგვისტოს იმართება.

Posted by კიმონო • Kimono on Monday, August 13, 2018

 

წყარო – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი