გიორგი თავართქილაძის ფილმი ლოს-ანჯელესის ფესტივალის პრიზიორია

გიორგი თავართქილაძის მძაფრსიუჟეტიანი ფილმი „ცუდი ხალხი“ ლოს ანჯელესის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პრიზიორია. 

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ნამუშევარი ჰონგ კონგის საერთაშორისო კინო-ფესტივალის საკონკურსო პროგრამაშიცაა შესული. შეგახსენებთ, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმი წინანდლის პრემიის ლაურეატიცაა. სიუჟეტი 1991 წელს თბილისის სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. ის საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენებზე და იმ პერიოდის რამდენიმე რეალურ ამბავზე გვიყვება.

საქართველოში „ცუდი ხალხის“ ჩვენება წელს იგეგმება.