მარკესის მარტოობის ასი წელიწადის მიხედვით ნეტფლიქსი სერიალს გადაიღებს

Netflix-ის განცხადებით მათ გაბრიელ გარსია მარკესის რომანის "მარტოობის ასი წელი" ეკრანიზაციის უფლება მოიპოვეს. როგორც ირკვევა, ეკრანიზაციის პროდიუსერები მწერლის შვილები იქნებიან – როდრიგო და გონსალო გარსიები.

"მარტოობის ასი წელიწადი" 1967 წელს გამოვიდა და ნეტფლიქსი იქნება პირველი, რომელიც რომანის მიხედვით სერიალს გადაიღებს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ როდის დაიწყება სერიალის გადაღება და რამდენი სეზონი, ან სერია იქნება მასში.