70 წლის გრეის ჯონსი პარიზის მოდის კვირეულზე

ნიუ იორკის, ლოს ანჯელესის, ლონდონისა და შანხაის შემდეგ ტომი ჰილფიგერი პარიზის მოდის კვირეულს ეწვია.  70 წლის ასაკში კი ლეგენდარული სუპერ მოდელი და მომღერალი გრეის ჯონსი ზენდაიასა და ტომი ჰილფიგერის საერთო კოლექციის ჩვენებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა. გრეის ჯონსმა, ოქროსფერ ბოდეში და ცისარტყელის პიჯაკში, პოდიუმზე 70-იანი წლები გააცოცხლა.