Apple-მა ფოტო კონკურსი სახელწოდებით Shot on iphone ჩაატარა. კონკურსის შედეგად აიფონით გადაღებული საუკეთესო 10 ფოტო გამოვლინდა.
მომხმარებლებს სოციალურ ქსელში აიფონით გადაღებული ფოტო უნდა აეტვირთათ ჰეშთეგით #ShotOnIphone.
ათი საუკეთესო ფოტო 11-მა ჟიურის წევრმა ერთობლივი მსჯელობისა და შეფასების შედეგად გამოავლინა.