მაიკლ ჯექსონის სიმღერებს რადიოები აღარ უშვებენ

მაიკლ ჯექსონზე დოკუმენტალური ფილმის – Leaving Neverland, გამოსვლის შემდეგ რადიოები მის სიმღერებს აღარ უშვებენ. ეს გადაწყვეტილება ახალი ზელანდიისა და კანადის რადიოსადგურებმა მიიღეს, ხოლო ამერიკული რადიომაუწყებლები ჯექსონის მუსიკასთან დაკავშირებით ზომების მიღებას ჯერ არ აპირებენ.

აღნიშნული ფილმი ორი ახალგაზრდა კაცის ისტორიას ეხება, რომლებიც ყვებიან, რომ ცნობილი ვარსკვლავის, მაიკლ ჯეკსონის მხრიდან წლების განმავლობაში სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ. სკანდალური განცხადების გაკეთების შემდეგ გაცილებით მეტმა ადამიანმა დაიწყო საუბარი საკუთარ გამოცდილებაზე. 

 

დოკუმენტური ფილმის პრემიერა აშშ-ში, HBO-ს პირდაპირ ეთერში შედგა, რამაც ჯექსონის ფანებსა და სხვა მაყურებლებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

"ჩვენ უბრალოდ არ გვინდა, რაიმე ისეთი გავუშვათ, რაც საზოგადოებას არ მოეწონება. წლების განმავლობაში ხალხი ორად იყო გაყოფილი, ახლა კი გვირჩევნია, სიფრთხილის მხარეს ვიყოთ". –MediaWorks-ის მენეჯერი, ლიონ ვრატი

წყარო: On.ge