ცნობილი ქართველი მხატვრის, ფოტოგრაფისა და გამომგონებლის – დავით კაკაბაძის შვილიშვილმა მარიამ კაკაბაძემ საკუთარ Facebook გვერდზე საოჯახო არქივში აღმოჩენილი სურათი გამოაქვეყნა. სურათზე გამოსახულია საქართველოს სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის შენობა.
კაკაბაძის მიერ გადაღებული სურათი 1931 წლით თარიღდება.