კანის საქართველოს წარმომადგენლობა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდოს აწესებს

კანის საქართველოს წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო დაწესდება, რომელსაც ყოველწლიურად ის ადამიანი მიიღებს, რომელიც შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში წვლილს შეიტანს. 

"შემოქმედებითმა ინდუსტრიამ დაკარგა ნიკა გუჯეჯიანი – ძალიან ძვირფასი მეგობარი და თავისი საქმის დიდი პროფესიონალი…
ნიკა ყოველთვის მთელი ძალისხმევით ცდილობდა ჩვენი ინდუსტრიისა და მასში დასაქმებული ახალგაზრდების ინსპირაციასა და მხარდაჭერას.

კანის საქართველოს წარმომადგენლობამ გადავწყვიტეთ დავაწესოთ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო!

მას ყოველწლიურად ის ადამიანი მიიღებს, რომელსაც ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაასახელებს ჟიური." – წერს კანის საქართველოს წარმომადგენლობა საკუთარ Facebook გვერდზე. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გუჯეჯიანი ბოლო ორი წლის განმალობაშისაქართველოს ბანკის კრატიული დირექტორის პოზიციას იკავებდა.  2018 წლის ბოლოდან კი, , „ალდაგის“ გუნდთან ერთად მუშაობდა, გუჯეჯიანი 15 მარტს, გომ­ბო­რი-თბი­ლი­სის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე ავარიის შედეგად გარდაიცვალა.