„ოპორტუნიტის“ უკანასკნელი კადრი | დღის ფოტო

ორი დღის წინ ნასამ მარსმავალ „ოპორტუნიტის“ მიერ გადაღებული უკანასკნელი ფოტო გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ „ოპორტუნიტის“ მისია თავიდან 90 დღეზე იყო გათვლილი, თუმცა ის 15 წელიწადად იქცა. ამ დროს ,,ოპორტუნიტი" მარსის ქვიშებში დაეხეტებოდა, ბურღავდა, იკვლევდა და ფოტოებსაც იღებდა.

ზემოთმოცემული ფოტო „ოპორტუნიტის“ უკანასკნელი პანორამაა. 360 გრადუსიანი ფოტო მავალმა გასული წლის მაისში, იმ ადგილიდან გადაიღო, სადაც სამუდამოდ დარჩა. 29 დღის განმავლობაში, „ოპორტუნიტიმ“ მიმდებარე გარემოს სულ 354 კადრი გადაუღო, რომლებისგანაც ნასამ შემდეგ ერთი ფოტო შექმნა.

შეგახსენებთ, რომ მარსმავალი „ოპორტუნიტი“ ნასამ 2003 წლის ზაფხულში გაუშვა. წითელ პლანეტაზე ის 2004 წლის იანვარში დაჯდა. 

გთავაზობთ წითელი პლანეტის სხვა ფოტოებს: