კარლ ლაგერფილდის გარდაცვალების შემდეგ აქტიურად დაიწყეს საუბარი მისი ბიოგრაფიული წიგნის გამოცემის შესახებ. როგორც ირკვევა, უილიამ მიდლტონი, რომელიც წლების განმავლობაში WWD-ისა და W-ს პარიზის განყოფილების უფროსი იყო, გამომცემლობა ჰარპერკოლინსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ თემაზე.
მიდლტონი 19 თებერვალს ჰარპერკოლინსის ვიცე პრეზიდენტს დაუკავშირდა და მასთან კონტრაქტს 7 მარტს მოაწერა ხელი. როგორც მიდლტონი ამბობს, მას ლაგერფილდის სულ სხვა კუთხით წარმოჩენა სურს.
წიგნის გამოცემა 2021 წლისთვის იგეგმება.
წყარო: FashionHolicsOnline