სუკულენტები თქვენი სახლისთვის #PlantsAreFriends

თუ სახლისთვის მარტივად მოსავლელ, ლამაზ და უცხო მცენარეებს ეძებთ, სუკულენტების შეძენა საუკეთესო გამოსავალია. სახლის ტემპერატურა, პატარა ქოთანი და კვირაში 1-2-ჯერ მორწყვა ამ მცენარეებისთვის სავსებით საკმარისია. 

გთავაზობთ რამდენიმე სუკულენტს თქვენი სახლისთვის:

Burro’s Tail (Sedum morganianum)

ამ მცენარეს ორი რამ განსაკუთრებით არ უყვარს. პირველია ხშირი შეხება, რადგან ფოთლები საკმაოდ მარტივად ცვივა. მეორეა ბევრი წყალი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწა სანამ ბოლომდე არ გამოშრება, მანამდე არ უნდა მოვრწყათ. 

Zebra Cactus (Haworthia fasciata)

კაქტუსი, ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე იოლად მოსავლელი მცენარეა. საჭიროა თბილი, ან ოთახის ტემპერატურა, წყალი მცირე ოდენობით და მცირე ოდენობით მიწა. 

Aloe vera

ალოე ვერა მშვენიერი მცენარეა სახლისთვის. მას ბევრი დადებითი და სასარგებლო გამოყენებაც შეგიძლიათ უპოვოთ თქვენი ჯანმრთელობისთვის. ისე კი, ოთახში მოათავსეთ, მიწის გამოშრობისას დაუსხით წყალი და დღეში რამდენიმე საათი მზეზე დადგით. 

Lithops

ლიტოპსებს მეორენაირად ცოცხალ ქვებსაც უწოდებენ. ამ, ერთი შეხედვით, უცხო და უცნაური ვიზუალის მქონე მცენარეს იშვიათად თუ შეხვდებით ყვავილების მაღაზიებში. მათ მზე და სითბო უყვართ. წყლის დასხმა თუ დაგავიწყდებათ, არ ინერვიულოთ. ლიტოფსი თვეების განმავლობაში ძლებს უწყლოდ.

String of Pearls

ამ მცენარს მზიანი და ნათელი ადგილები უყვარს. წყალი კი, რაც შეიძლება იშვიათად უნდა დაუსხათ. ღეროები ზომაში დიდი იზრდება, ამიტომ მას სახლში ხშირად ქოთნით სიმაღლეზე კიდებენ ხოლმე.