ქალთა გაძლიერება – კომპანია სოკარის ერთ-ერთი CSR მიმართულება

სოკარი თანამედროვე, მართვისა და ხარისხის კონტროლის სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე მოქმედი ორგანიზაციაა. კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებს სისტემური სახე მისცა და შექმნა გრძელვადიანი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია, რომელიც მოიცავს 5 ძირითად მიმართულებას:

  • გარემოს დაცვა
  • ახალგაზრდების მხარდაჭერა
  • უსაფრთხოება
  • ქალთა გაძლიერება
  • შშმ პირების და ხანდაზმულების უფლებების რეალიზაცია

სოკარი შეუერთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას, ქალების წახალისებას მაღალი რგოლის მენეჯმენტის პოზიციებსა და ქალების დასაქმებას ე.წ. არატრადიციულ თანამდებობებზე. ამასთან, კომპანია ნერგავს სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროვების პრევენციის მექანიზმებს.  ეს მექანიზმებიც საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი, იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს ქალების შევიწროვება გენდერული ნიშნით.

ბოლო წლების განმავლობაში, სოკარს რამდენიმე საინფორმაციო კამპანია ჰქონდა ქალთა გაძლიერების მიმართულებით. კომპანია შეეცადა საზოგადოების ცნოებიერების ამაღლებას საავტომობილო სტიკერებით #ქალივიციმესაჭესთან და ამ ნაბიჯით  შეეწინააღმდეგა არსებულ სტერეოტიპს, რომელიც გავრცელებულია ქალ მძღოლებთან დაკავშირებით. იგივე კამპანიის ფარგლებში, ყოველკვირეული საინფორმაციო პოსტები ქვეყნდება სოკარის ფეისბუქ გვერდზე, სადაც ასახულია ქართველ და უცხოელ ქალებზე საინტერესო ისტორიები, მათი სამეცნიერო მიღწევები და გამბედაობა.

წყარო: Forbes Women Georgia