Votre source de motivation est l’ingrédient qui peut faire toute la différence!
შაბათს, 6 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სააგენტო კამპუს ფრანსის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებითა და ფრანგული უნივერსიტეტების მონაწილეობით, პირველად საქართველოში, გაიმართება განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“.
ფრანგული განათლების გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი – ახალი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი. მთლიანობაში კი, გამოფენაზე “აირჩიე საფრანგეთი” 12- მდე ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას.
“განათლების ფრანგული გამოფენის მიზანია როგორც საფრანგეთში სწავლის პოპულარიზაცია, აგრეთვე ქართულ და ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებეს შორის თანამშრომლობის გაღრმავება” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.
აირჩიე სამყაროს კულტურული, ბიზნეს და პოლიტიკური ცენტრი.
აირჩიე საფრანგეთი.
დამატებითი ინფორმაცია: