თბილისში ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა გაიმართება

თბილისში 27 მარტს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ჯორჯო დე კირიკოს (1888-1978) ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

ეს არის პირველი შემთხვევა მნახველებისთვის, როდესაც ისინი ჯორჯო დე კირიკოს ექსპოზიციას თბილისში იხილავენ. ექსპოზიცია 1920-1970-იან წლებში შექმნილ 14 სურათსა და 1 ქანდაკებას მოიცავს.

საბერძნეთში დაბადებული იტალიელი ხელოვანი ჯორჯო დე კირიკო მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლია. 

გამოფენა 27 მარტიდან 27 მაისამდე გაგრძელდება.