ალექსინა გრეემი პირველი წითური ანგელოზია Victoria Secret-ში. ბრენდმა ალექსინა ოფიციალურ საიტზე რამდენიმე დღის წინ წარადგინა. ალექსინა Victoria Secret-ის ბრენდის ისტორიაში მხოლოდ თმის ფერით არ გამოირჩევა. ის, ასევე, პირველი მოდელია, რომელიც 29 წლის ასაკში გახდა ანგელოზი.
როგორც გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბრენდის დატოვებას რამდენიმე ანგელოზი აპირებს, სწორედ ამიტომ, Victoria Secret-ში მომავალ კვირას, შესაძლოა, კიდევ ერთი ანგელოზი დასახელდეს.
მთლიანობაში, Victoria Secret-ს 14 ანგელოზი წარადგენს.
წყარო: FashionHolicsOnline