ტალინის მუზეუმი ფიროსმანის გამოფენას მასპინძლობს

by George Bokhua

 

ამჯერად ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენას ტალინის მუზეუმი – „მიკელი“ მასპინძლობს. გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული სააგენტოს მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცული სრული კოლექცია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილი სამი ფერწერული ტილო. 

გამოფენა ოფიციალურად 23 მარტს გაიხსნა და 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. 

“გამოფენა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ესტონეთის ეროვნული მუზეუმისა და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.” – წერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.