ინგლისელმა მსახიობმა, რომელსაც საზოგადოება ფართოდ იცნობს ჰარი პოტერის ფილმების სერიიდან, 2016 წლის იანვარში პატარა ფემინისტური წიგნის კლუბი შექმნა GoodReads-ზე.
Our Shared Shelf ორასი ათასზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. კლუბი აწყობს შეხვედრებსა და დისკუსიებს ფემინისტური წიგნების შესახებ, იწერება ინტერვიუები ფემინისტური ნაწარმოებების ავტორებთან და სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმებზე იდება ახალ-ახალი ლიტერატურული ნაშრომემი , თავისი რეცენზიებითა და მცირე კომენტარებით.
ამ დროისთვის გთავაზობთ რამდენიმე წიგნს, რომელსაც ემა უოტსონი და მისი ფემინისტური წიგნის კლუბი Our Shared Shelf გვირჩევს წასაკითხად:
ცნობილ მსახიობსა და უფლებადამცველს წიგნების კლუბის გარდა აქვს მიმდინარე პროექტი Books on the Underground, რომლის ფარგლებში ის თვეში ერთხელ წიგნებს ტოვებს მეტროს სადურებში. სულ რამდენიმე ხსნის წინ ემამ ლონდონის მეტროში მაია ენჯელოუს წიგნები დატოვა, შემდეგ კი ამის შესახებ ინსტაგრამზე დაწერა: “დღეს მეტროში “მე და დედაჩემი” დავტოვე. ვნახოთ, იპოვით თუ არა მას ხვალ.”