
70-იანი წლების საბჭოთა თბილისში გახსნილ უსახელო საკონდიტროს ხალხმა “ფრანცია” შეარქვა. ეს სახელწოდება ბევრ განსხვავებულ ასოციაციას იწვევდა: ზოგი მას ფრანგულ ნამცხვრებთან აკავშირებდა, ზოგისთვის ის განსხვავებული, პატარა ევროპული კუთხე იყო, სადაც მეგობრებთან ერთად უნივერსიტეტელებს და სკოლის მოსწავლეებს ტკბილეულისა და ჩაის თანხლებით სასიამოვნო დროის გატარება შეეძლოთ. “ფრანცია” მალე ბრენდად იქცა და დღემდე მისი სახელი გემრიელ ტკბილეულთან ასოცირდება.
წლებთან ერთად გემრიელ და ხარისხიან ნაწარმზე მოთხოვნა გაიზარდა და დღეს უკვე ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ადგილობრივი, აღმოსავლური თუ დასავლური რეცეპტებით დამზადებულ ტკბილეულს. კონკურენციის პირობებში გაძნელდა ბაზარზე თავის დამკვიდრება და მომხმარებლების მოზიდვა, მაგრამ ხარისხი მაინც არის ჩვენში ცნობადობის გარანტი.

კონკურენტების სიმრავლის მიუხედავად გურმანების ქვეყანაში ყოველთვის ღირს ბედის ცდა. ახალბედებს ბიზნესში ფეხის ადგმაში თიბისი და მისი პროგრამა „სტარტაპერი“ ეხმარება.
სულ რამდენიმე ხნის წინ ამ პროგრამის მხარდაჭერით სამმა სტარტაპმა შემოაბიჯა ქართულ ბაზარზე:

ვაფლის ბუდე – ევროპული გემოსა და ხარისხის მოყვარულებს პირველად თბილისში შეუძლიათ დააგემოვნონ გემრიელი, ტკბილი და ხრაშუნა ბელგიური ვაფლები ნაყინის, შოკოლადის, სიროფებისა თუ არომატული მურაბების თანხლებით. “ვაფლის ბუდე” სულ ორი თვეა, რაც გაიხსნა, თუმცა მისი გემო დიდხანს არ დაგავიწყებთ თავს;

ტკბილი გალერეა – მნიშვნელოვან თარიღებსა და დღეებს კიდევ უფრო ახალისებს ლამაზად და ორიგინალურად გაფორმებული ტკბილეული, „ტკბილი გალერეის“ დასახელებაც კი მიუთითებს ნაწარმის მრავალფეროვნებასა და დიდ არჩევანზე.

სლაში – დესერტს განსაკუთრებულად უხდება სხვადასხვა გემოსგან შექმნილი, ნახევრად გაყინული “შეიკი”. „სლაშს“ სხვა წვენებისგან გამოარჩევს განსაკუთრებული სიმსუბუქე, არომატი და უნიკალური გემო, რომელსაც თავად თქვენ ჰქმნით. 7 გასხვავებული გემო, თქვენებური კომბინაცია და ხარისხი „სლაშის“ მთავარი სავიზიტო ბარათია.

“ფრანციის” ნამცხვრებიდან დღემდე, ზოგიც აქ და ზოგიც სხვაგან, ვინ იცის, რამდენი განსხვავებული გემოს დესერტი და ტკბილი სასმელი დაგვიგემოვნებია და მაინც ახლის მოლოდინში ვართ, რადგან გემოები, ხომ, ტკბილი მოგონებებივით რჩება მეხსიერებას.