Phubber – პირველი ციფრული Marketplace საქართველოში

შეიქმნა პირველი ქართული ციფრული Marketplace, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს იყიდონ, ან გაყიდონ ტანსაცმელები თუ აქსესუარები ონლაინ. 

“თორმეტი” Phubber-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს ანანო დოლაბერიძეს ესაუბრა ახალი აპლიკაციის შესახებ: 

პირველ რიგში, ზოგადად რომ მოგვიყვეთ თქვენი ახალი აპლიკაციის შესახებ?

ფაბერი არის ციფრული მარკეტფლეისი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს ტანსაცმელი. აპლიკაციის მიზანია, რომ მომხმარებელმა დიდი თანხა არ გადაიხადოს სამოსში, რადგან მოდის ტენდენციები სულ იცვლება და თუ არ ჩავთვლით მაგალითად შანელის კლასიკურ ჩანთას, რომელიც ინვესტიციას და შეიძლება შვილიშვილებს დაუტოვო, სხვა შემთხვევაში დიდი თანხის გადახდა სამოსში არ ღირს. მოდა ძალიან იცვლება, მას მარკეტ ბრდენდებიც იმდენ და ისეთ პროდუქტს ქმნიან, ის რასაც დღეს იყიდი, ხვალ შეიძლება მოგბეზრდეს. კვლევების თანახმად ჩვენი გარდერობის მხოლოდ 20%-ს ვითვისებთ, დანარჩენი 80% კი შეიძლება სხვა ადამიანებისთვის იყოს ძალიან სასურველი. ამიტომ ფაბერის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს გაყიდოს მათთვის არასასურველი ან გამოუყენებლი ნივთები და იყიდოს, აღმოაჩინოს მისთვის სასურველი ნივთები

რა გამაორჩევს Phubber-ს სხვა აპლიკაციებისგან?

აპლიკაციაში განსაკუთრებული არის ის, რომ გვაქვს დეპარტამენტები: ქართველი დიზაინერების კოლექციები 50-70% იანი ფასდაკლებით. ქართველი დიზაინერების სამოსი საკმაოდ მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე, მაგრამ არა ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამიტომ ფაბერის საშუალებით მომხმარებელს ექნება საშუალება შეიძინოს ქართველი დიზიანერების კოლექციები დაბალ ფასად.გვაქვს აუთლეტის დეპარტამენტი სადაც საქართველოში არსებული ბრენდების კოლექციებია წარმოდგენილი – Gap, Banana Relublic, Marks & Spencer, Lululemon, RONIKO და კიდევ ბევრი ბრენდი დაემატება და შესთავაზენს მომხმარებელს საინტერესო პროდუქციას. თან აუთლეტის პრინციპი რეალურ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი დროის ხარჯვას მოითხოვს, რადგან პროდუქცია არაა გადარჩეული და დიდი რაოდენობაა, ჩვენთან კი ციფრულ სივრცეში ძალიან მარტივად შეძლებენ აუთლეტების პროდუქციის დათვალიერებას და შეძენას. შემდეგი დეპარტამენტი გახლავთ ვინტაჟი. ვინტაჟი ძალიან მოთხოვნადია საზღვარგარეთ საქართველოში კი ვინტაჟ მაღაზიები თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით გვაქ. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, მოვიძიეთ ამ მიმართულებით ადამიანები და ისინი დღეს ვინტაჟ დეპარტამენტის სელერები არიან და მომხმარებელს one of a kind / unique პროდუქციას სთავაზობენ. განსაკუთრებულია authentic / consignment ბრენდების დეპარტამენტიც, სადაც luxury ორიგინალი ბრენდებია წარმოდგენილი და ამ მიმართულებით ავტორიზებული იუზერები დებენ პროდუქციას. და ბოლოს pre-owned დეპარტამენტი, სადაც ინფლუენსერები და ის სელერები არიან, ვისაც ვხედავთ რომ აქვთ საინტერესო განსხვავებული ხედვა და მართავენ თავიანთ ექაუნთს, როგორც ვირტუალურ მაღაზიას, აქვთ საინტერესო პროდუქცია და ესთეტიურად ლამაზად გამოიყურება მათი გვერდი. აპლიკაციას სოციალური მედიის ფუნქციონალი აქვს, შეგიძლია follow გაუკეთო შენთვის საინტერესო მოხმარებლებს, როგორც დეპარტამენტებიდან ისე დეპარტამენტების გარეთ და ასევე follow გაუკეთო შენთვის საინტერესო ბრენდებს. აპლიკაციის კონტენტს თავიდან ბოლომდე მომხმარებელი მართავს და ნახულობს იმ პროდუქციას რაც მას აინტერესებს. აქვს დალაიქებიც დაკომენტარების ფუნქცია და მალე Replay/Tag დაგვემატება.

ამ აპლიკაციის შექმნის იდეა საიდან გაჩნდა?

ზოგადად მსგავსი აპლიკაციის შესახებ 2011 წელს შევიტყვე, Depop, რომელიც დიდ ბრიტანეთშია და საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ამ აპლიკაციის გაგების შემდეგ, რა თქმა უნდა, მქონდა სურვილი მსგავსი აპლიკაციის გაკეთების, უფრო სწორად ოცნება. შარშან ზუსტად ამ დროს ჩემმა მეგობარმა, ამ დროისთვის კი ფაბერის თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩუგოშვილმა დამირეკა და მკითხა, ანო ესეთი აპლიკაციის შესახებ რამე გსმენიაო? კი, რა თქმა უნდათქო, მერე მოდი ქართული გავაკეთოთო. ასე დავიწყეთ იდეაზე მუშაობა.


ჰყავს თუ არა აპლიკაციას საქართველოში ანალოგი?

მე არვიცი და არ მეგულება აპლიკაცია სადაც ასეთი კონტენტი.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

სამომავლოდ პირველი გეგმა არის მთელი საქართველოს მასშტაბზე გასვლა. შემდეგ კი მეზობელი ქვეყნები.

 აპლიკაცია ხელმისაწვდომია 

Google Play: https://goo.gl/f9G9Mw

App Store: https://goo.gl/SmdAqp