თორმეტი პროდუქტი || მარიამ ქავჟარაძე

1. kora organics – სახის ზეთი ეს არის პროდუქტი რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა და მუდმივად ვუწევ რეკომენდაციას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი რომელსაც ყოვედღიურად ვიყენებ არ შეიცავდეს ტოქსიკურ ქიმიკატებს. ეს ზეთი დამზადებულია მთლიანად ორგანული ინგრედიენტებით. ატენიანებს კანს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას. სამი წელია ერთგულად დილა-საღამოს ვიყენებ რუტინის ბოლოს.

2. სუნამო le labo santal 33. ძალიან მიყვარს მკვეთრი სუნები, თუმცა ერთი და იგივე სუნამო მალე მბეზრდება. ჯერჯერობით santal 33-ის სუნი ძალიან მომწონს.

3. მაღალწელიანი ჯინსი rouje. ჯინსები ჩემი ყოველდღიურობის must have ტანსაცმელია, ამიტომაც ძალიან მიჭირს შერჩევა. rouje bastille ჯინსი ზუსტად ის ფორმა და ფაქტურაა რასაც დიდი ხანი ვეძებდი.

4. ყურსასმენები kreafunk. მუსიკის გარეშე სახლიდან არასდროს გავდივარ. ბევრს დავდივარ ფეხით მუსიკასთან ერთად. ძალიან მომწონს ამ ყურსასმენების დიზაინი და ხმის ხარისხი.

5. kora organics – noni glow skinfood. ყოველ დილით უზმოზე ვიმზადებ noni glow და რძის შეიკს. ეს შეიკი კარგია კანისთვის და ჯამრთელობისთვის. ის ასევე მეხმარება წონის კონტროლში.

6. RMS beauty pop collection – მიყვარს ნატურალური მაკიაჟი – nude makeup. ამ პროდუქტში ყველაზე ძალიან ის მომწონს რომ შედგება მულტიფუნქციური მაკიაჟისგან: ჰაილაითერი, ბრონზერი, წითელი ტუჩის და ლოყის ბალმი, ვარდისფერი ტუჩის და ლოყის ბალმი და დამატენიანებელი ბალმი. რაც მთავარია ამ პროდუქტების წასმა შესაძელებელია თვალზეც. მოკლედ მუდმივად მიდევს ჩანთაში და ფაქტიურად სრული მაკიაჟი მაქვს მოცული.

7. აპლიკაცია rosetta stone. ბევრი წელი ვსწავლობდი ფრანგულს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ძალიან იშვიათად მაქვს შეხება მავიწყდება. ამიტომ თავისუფალი დრო როგორც კი მიჩნდება ამ აპლიკაციით ვიხსენებ.

8. სანთელი Voluspa – რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წავიდე, უკან ყოველთვის სხვადასხვა სუნის სანთლებით ვბრუნდები. ძალიან მიყვარს ანთებული სანთლის აურა, მგონია რომ ყველა სიტუაციას აუმჯობესებს. ყოველთვის როცა სტუმრები მოდიან ვანთებ ხოლმე და ისე ვუმასპინძლდები. საძინებელშიც თითქმის ყოველდღე ვანთებ.

9. კალათის ფორმის ჩანთა – Staud. სავარაუდოდ ჯეინ ბირკინის სტილის ინსპირაციით არის შექმნილი. რამდენიმე თვის წინ მაჩუქა ირაკლიმ და ძალიან შემიყვარდა.

10. assouline წიგნი château life. ფრანგული სამზარეულოს რეცეპტები და შატოში ცხოვრების ამსახველი ულამაზესი ფოტოები.

11. wrap dress – ‘შემოსახვევი კაბა’ ჩემთვის აუცილებელი ატრიბუტია.

12. playstation – დღის ბოლოს განტვირთვის და დასვენების მთავარი ნაწილია playstation-ით თამაში