დემნა და გურამ გვასალიების ბრენდმა Vetements ბრიტანული პრესა გააკვირვა. ბრენდის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი ე.წ ბოლო ზარის პერანგი, რომელზეც ქართული, არაბული, ფრანგული და გერმანული წარწერებია, 790 ფუნტად იყიდება.
Vetements-ი ძვირადღირებული ბრენდია და, ბუნებრივია, მის სამოსზე დაბალ ფასს არავინ ელის, თუმცა პერანგის ფასმა პრესაში მაინც დიდი აღშფოთება და გაკვირვება გამოიწვია.