აპლიკაციები, რომლებიც ცხოვრებას გვიმარტივებენ #StartUper

თუ წლების წინ დილა ფინჯანი ჩაითა და გაზეთის კითხვით, ან ტელევიზორში საინფორმაციო გამოშვების ყურებით იწყებოდა, ახლა ეს რეალობა მკვეთრად შეცვლილია. მას შემდეგ რაც იმ ტექნოლოგიურ და ციფრულ ეპოქაში შევაბიჯეთ, რომელსაც 21-ე საუკუნე ჰქვია, თითოეული ჩვენთაგანის დილა სმარტფონის შემოწმებითა და სოციალურ ქსელებში ძრომიალით იწყება.

by Riley Carroll

ცხოვრება გაცილებით მარტივია, როდესაც ხელში იღებ მობილურ ტელეფონს, მთელი შენთვის საინტერესო და მიმზიდველი სამყარო კი სწორედ ამ პატარა მოწყობილობაშია მოქცეული: მეგობრები, საგანმანათლებლო ბმულები, საინტერესო ღონისძიებები, ელექტრონული წიგნები, საინფორმაციო წყაროები, საშოპინგე პლატფორმები და სხვ.

ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციასა თუ აქტივობაზე წვდომა განსაკუთრებით მობილურმა აპლიკაციებმა გააადვილეს.

by Jonas Mosesson

დღევანდელ დღეს ქართულ ტექნოლოგიურ სივრცეში ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული, საინტერესო და საჭირო მობილური აპლიკაცია არსებობს. ბევრი მათგანი თავდაპირველად მხოლოდ იდეის დონეზე არსებობდა, მოგვიანებით კი თიბისის პროგრამა startuper-ის დახმარებით დაიხვეწა, გამოიძერწა და იდეა საბოლოოდ სერიოზულ და საინტერესო ბიზნეს წამოწყებად, თუ პროდუქტად იქცა.

დღეს შემოთგავაზებთ ხუთ ერთმანეთისგან განსხვავებულ მობილურ აპლიკაციას, რომელიც თიბისი სტარტაპერის ფარგლებში შეიქმნა და, რომლებიც ვფიქრობ, დაგაინტერესებთ:

Profy – Profy ის აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელსა და ხელოსანს ერთმანეთთან მარტივად და სწრაფად აკავშირებს, რადგან ხშირად არის ცხოვრებაში შემთხვევა, როდესაც ხან ოთახის კარგი გვეკეტება, ხან სამზარეულოში გვიფუჭდება ონკანი, ხან კი ჩვენი მოუხერხებლობის ხარჯზე წვრილმანი საოჯახო პრობლემები იქმნება. ეს აპლიკაცია ამ აურზაურის მარტივად მოსაგვარებლადაა შექმნილი.
by Nick Slater
SiApp – ბუნებაში სეირნობასა, თუ მშვიდი მუსიკის ფონზე ქუჩაში სიარულს ხშირად ვერაფერი შეედრება. როგორ მოგეწონებოდათ, რომ სწორედ ამ სასიამოვნო აქტივობაში ფასდაკლებების მიღება, ან სხვადასხვა პროდუქტის ყიდვა შეგეძლოთ? რადგან SiApp-ი სწორედ ის აპლიკაციაა, რომელიც გაძლევთ საშუალებას იყიდოთ სხვადასხვა პროდუქტი თუ სერვისი ფასდაკლებით, ან სულაც სრულიად უფასოდ, მხოლოდ თქვენი ფიზიკური აქტივობის ხარჯზე.
Hari – პირადად მე ხშირად მაქვს ხოლმე შემთხვევა, როდესაც ქალაქგარეთ სპონტანურად ვგეგმავ წასვლას, მატარებლის ბილეთის, ან სასურველი მიმართულებით მიმავალ ადამიანს კი რთულად თუ მოვნახავ ხოლმე. Hari პატარა და ძალიან გამოსადეგი აპლიკაციაა, რომელიც მძღოლებსა და მგზავრებს აკავშირებს ერთმანეთთან. ეს ქალაქთაშორისი მგზავრობის საკომუნიკაციო პლატფორმაა.
Coinmania – ბიტკოინების შესახებ თუ გსმენიათ? სულ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და პოპულარული თემა იყო. ამ სისტემაში გარკვევა თუ გსურთ, coinmania სწორედ თქვენთვისაა, რადგან ეს არის პირველი ელექტრონული ბიტკოინის ონლაინ ბირჟა საქართველოში. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ გაყიდონ და იყიდონ კრიპტოვალუტა, კერძოდ კი – ბიტკოინი.
by Fauzy Lukman
Travel Guide – მოგზაურობა კარგია, მაგრამ მას თუ უფრო ინფორმატიულს გახდით ყველა ადგილი, რომელსაც მოინახულებთ განსაკუთრებულობას შეიძენს. Travel Guide აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ სამენოვანი აუდიო ინფორმაცია თბილისის და ბათუმის 100-ზე მეტი ღირსესანიშნაობის შესახებ. ისღა დაგრჩენიათ, ჩანთები ჩაალაგოთ, ყურსასმენები და სმარტფონი მოიმარჯვოთ და მოგზაურობას შეუდგეთ.