ქარგვა, ქსოვა და ძაფებით თამაში ბევრს უყვარდა ბავშვობაში. ზოგს ბებია, ან ბაბუა ასწავლიდა, ზოგი კი თავად ცდილობდა საინტერესო ფიგურების ამოქარგვასა და ლამაზი, ფუმფულა ტანსაცმლის მოქსოვას.
წლებთან ერთად ბევრმა მიივიწყა კიდეც ფერად-ფერადი ძაფებით გართობა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც ბავშვური გატაცება ხელოვნებად და ყოველდღიურ საქმიანობად აქციეს.
Francesca Colussi Cramer იტალიელი ხელოვანია, რომელიც ძველისძველ საფოსტო ბარათებს, მარკებსა და შავ-თეთრ ფოტოებს აგროვებს. აგროვებს და მათ საინტერესო და ორიგინალურ ნამუშევრებად აქცევს.
როგორც თავად ფრანჩესკა ამბობს, სხვადასხვა ძაფებით გაფორმებული და გახალისებული სურათების მთავარი ხიბლი ძველი და მივიწყებული ფოტოებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაა.