ჩვენი მიზნები, ცხოვრებისეული მისწრაფებები, თუ წარმოდგენები დროსთან ერთად იცვლება. ვიცვლებით ჩვენც, თუმცა ერთადერთი, რაც მუდმივად რჩება ეს ჩვენი მოგონებებია.
ის, თუ სად ვიქნებით 5 და 10 წლის შემდეგ, ან ის, თუ როგორი შეგრძნება დაგვეუფლება, როდესაც წარსულსა და განვლილ დღეებს გადავავლებთ თვალს დაგვეხმარება, რომ უკეთ განვსაზღვროთ ჩვენი ცხოვრებისეული პრიორიტეტები.

თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.

რა რას წარმოვადგენთ ადამიანები ჩვენი სამომავლო გეგმებისა და წარსული გამოცდილებების გარეშე?

Goalcatcher – მიზნები ყველას გვაქვს. ზოგი მოკლევადიანი, ზოგიც კი შორეულ მომავალში მისაღწევი, თუმცა ყოველდღიურად ჩვენს მიზნებთან მისაახლოებელ მცირე გეგმებს ხშირად ვივიწყებთ, გვერდს ვუვლით და სამომავლოდ ვდებთ. Goalcatcher სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლადაა შექმნილი. ეს თქვენი პატარა ბლოკნოტია, სადაც თქვენი დღეებისა და წლების ეფექტურად დაგეგმვა და შეფასება შეგეძლებათ.

Memory Box – საუკეთესო მოგონებების შექმნა მარტივია, როდესაც გვერდში საყვარელი ადამიანი გყავს, იქნება ეს ოჯახის წევრი, მეგობარი, თუ პარტნიორი. ეს პატარა სტარტაპი კი დაგეხმარებათ ყველაზე ტკბილი და მნიშვნელოვანი მოგონებების გაღვიძებასა და მისით სხვა ადამიანების გაბედნიერებაში.