რამდენიმე ხნის წინ კანის შემოქმედებითი ფესტივალის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია ნიკა გუჯეჯიანის საპატიო ჯილდოს დაწესების შესახებ.
ახლა კი, როგორც Cannes Young Lions-ის მონაწილეებს ატყობინებენ, დაიწყო დაწესებული ჯილდოსთვის კანდიდატების შევსება. ამისთვის, კონკურსის მონაწილეებმა სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ და მიუთითონ, თუ ვინ და როგორ აღვივებს თავისი საქმიანობით შემოქმედებოთობას სხვებში.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ნიკა გუჯეჯიანი 15 მარტს, გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავტო ავარიის შედეგად დაიღუპა.