მნიშვნელოვანი დღეებისთვის #StartUper

ბავშვობა ის პერიოდია, რომელსაც ყოველთვის თბილი ღიმილით ვიხსენებთ. 

პატარებს დაბადების დღეებისა თუ დღესასწაულების აღნიშვნა განსაკუთრებით უყვართ, ამიტომ დღეს თიბისის სტარტაპერის მონაწილე ორ ახალბედა ბიზნესს გაგაცნობთ. ისინი თქვენი პატარას დაუვიწყარ დაბადების დღეებსა, თუ მნიშვნელოვან დღეებზე საუკეთესოდ იზრუნებენ. 

თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.

 

 

პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაში არიან. მათ თიბისი, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათისა და სესხის აღების საშუალებას აძლევს.

Baby Steps – ეს არის საბავშვო ფოტოსტუდია, რომელიც ყველა დაუვიწყარ და მნიშვნელოვან ეპიზოდს, თქვენი შვილის ცხოვრებიდან, კადრებად აღბეჭდავს. 

“კომპანია „ბეიბი სთეფს“ დაარსდა SRULAD.COM-ის ჯგუფის მიერ, ჩვენი ჯგუფის მიზანია არამარტო გავართოთ ბავშვები და მათი მშობლები ქართულად დუბლირებული ანიმაციითა და ფილმებით, არამედ აღვბეჭდოთ მათი დაუვიწყარი ბავშვობის წლები.” – ვკითხულობთ სტარტაპის Facebook გვერდზე. 

by mumian

Party Shop – ეს ის სტარტაპია, რომელიც თქვენს მნიშვნელოვან დღეებს ბუშტებით, მოსართავებითა და სხვა წვეულებისთვის საჭირო ნივთებით გაალამაზებს. 

სტარტაპი მომხმარებელებს საშუალებას აძლევს სადღესასწაულო პროდუქცია ონლაინ რეჟიმში არირჩიონ და შეიძინონ.