სანამ ფესტივალზე წასვლას გადაწყვეტთ #StartUper

 

დროა მცირე სამზადისს შეუდგეთ, რადგან სულ მალე ახლოვდება პერიოდი, როდესაც ჭრელ ტანსაცმელს მოირგებთ, ზურგზე ჩანთებს მოიკიდებთ და მუსიკალურ ფესტივალებზე სასმელით ხელში საყვარელ არტისტებს მოუსმენთ. 

დღეს თიბისი სტარტაპერის რამდენიმე ბიზნეს-წამოწყებას შემოგთავაზებთ, რომლებიც ზუსტად, რომ საფესტივალოდ, თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების წინ აუცილებლად გამოგადგებათ. 

თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.

პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაში არიან. მათ თიბისი, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათისა და სესხის აღების საშუალებას აძლევს.

Eventikz

ეს სტარტაპი მათთვისაა, ვისაც სახლიდან გაუსვლელად, იოლად და სწრაფად უნდა სხვადასხვა ფესტივალებისა, თუ ღონისძიებების ბილეთების შეძენა. 

სანამ სხვა ვებ გვერდებს დაათვალიერებთ, გირჩევთ, ერთ-ერთი უსაფრთხო და კომფორტული ონლაინ ბილეთების სარეალიზაციო პლატფორმა Eventikz შეამოწმოთ და იქნებ, თქვენთვის საინტერესო შემოთავაზებებიც იპოვოთ.

 

Greeny

ბილეთების შეძენის შემდეგ უკვე შეგიძლიათ თქვენი ნივთები “გრინის” ჩანთაში ჩააწყოთ და სასურველ ღონისძიებაზე გაეშუროთ. 

“გრინი” ნეპალში დამზადებული კანაფის ძაფის ნაწარმია და ოიცავს ისეთ ნივთებს, როგორიცა  ხელნაკეთი აქსესუარები, ზურგჩანთები და წელის ჩანთები.