SIDE I SIZE –  მოსახერხებელი, თანამედროვე და მრავალფეროვანი

SIDE I SIZE – ბრენდია, რომელიც მომხმარებელს ორიგინალური დიზაინის ჩანთებს, ფეხსაცმელებსა და შარფებს სთავაზობს. 

თორმეტი ბრენდის ერთ-ერთ შემქმნელ ქეთუშა ელიავას ესაუბრა:

მიამბეთ თქვენი ბრენდის შესახებ

ჩვენ ვართ ქეთუშა ელიავა და ნიკი გონგლიაშვილი ბავშობის მეგობრები . საერთო ბიზნესის იდეა გაჩნდა ზუსტად 1 წლის წინ. როდესაც ზაფხულის გარდერობში ფერადი ფეხსაცმელების დეფიციტი შევამჩნიეთ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ზუსტად ისეთი ფეხსაცმელი, როგორიც ჩვენ გვინდოდა რომ გვქონოდა.

პირველი პრინტიანი, ფერადი მოდელი რომ შევკერეთ გარშემო დიდი მოწონება დავიმსახურეთ. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ გაგვემრავალფეროვნებინა პრინტები და შემდეგ უკვე მოდელებიც. პარალელურად გაგვიჩნდა საზღვაო ჩანთების გაკეთების იდეა. იმის გამო, რომ ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანი იყო tote bag – ის, გვინდოდა შეგვექმნა რაიმე განსხვავებული და გავაკეთეთ ფერადი Waterproof ჩანთები.

ჩვენი ბრენდის კონცეფცია არის, მოსახერხებელი, თანამედროვე, მრავალფეროვანი და კომფორტული აქსესუარების წარმოება.

ძალიან საინტერესო დიზაინის ჩანთები და ფეხსაცმელები გაქვთ, როგორც ვიცი, ხელნაკეთია. როგორია უშუალოდ დიზაინსა და შემდგომ ეტაპზე მუშაობის პროცესი?

დიახ, ჩვენი ყველა პროდუქტი ხელნაკეთია და დამზადებულია საქართველოში. ხარისხი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელივანია. უამრავი იდეა მოგვდის ორივეს და შემდეგ ვიწყებთ მათ გაცხრილვას სეზონურობისა და მოდის ტენდენციების მიხედვით.

თავიდან დავიწყეთ მხოლოდ ჩანთებით და ფეხსაცმელებით. შემდეგ დავამატეთ აბრეშუმის შარფებიც. ჩვენი პროდუქციის უნიკალურობა მდგომარეობს პრინტებში. ყველაფერს რასაც ვაკეთებთ, ვფიქრობთ, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ თუ ვიხმართ, შემდეგი ეტაპი კი ამ ნივთისთვის პრინტის და ქსოვილის მოფიქრებაა. ცოტახნის წინ გვქონდა კოლაბორაცია სოფო გონგლიაშვლთან, გამოვიყენეთ მისი შექმნილი ნახატები ჩვენი ჩანთებისთვის, რომელიც, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ იყიდება.

მომხმარებლის მხრიდან რამდენად დიდია ინტერესი თქვენი ბრენდის მიმართ?

ხალხისგან ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ დიდი დაინტერესებაა. ძალიან ხშირად სხვადასხვა ქვეყნებიდანაც გვწერენ და სულ ელოდებიან ჩვენს პროდუქტებს ახალი პრინტებით.

მომხმარებლების სურვილის მიხედვით თუ აკეთებთ დიზაინებს?

ჯერჯერობით,  კონკრეტულ კოლექციებს არ ვაკეთებთ. ისე კი, ყველა ამ დრომდე შექმნილი დიზაინი ყოველთვის გვაქვს საწყობში, თუ საქმე არ ეხება რომელიმე კოლაბორაციას.

მომხმარებლების სურვილებსაც ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, და ძალიან გვიხარია, რომ მათაც ძალიან ჭრელი და საინტერესო პრინტების იდეები აქვთ. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ჩვენი მომხმარებლების მოლოდინი ყოველთვის ემთხვევა ჩვენს ნამუშევრებს.