Netflix-მა Twitter-ზე დაწერა, რომ Sex Education-ზე მუშაობა დაიწყო. მაყურებელი მალე სერიალის მეორე სეზონს იხილავს.
სერიალის პირველი სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა. რამდენიმე კვირაში Sex Education-ი 40 მილიონზე მეტი სახლის მოწყობილობიდან ნახეს.
Rotten Tomatoes-ზე სერიალს 90%-იანი რეიტინგი აქვს. კრიტიკოსებმა კი (მაგალითად: Daily Telegraph, ელენ ბრაუნი) სერიალს 5-დან 5 ვარსკვლავი დაუწერეს.
Sex Education ნეტფლიქსის ახალი სერიალია, რომელიც თინეიჯერების ცხოვრების, პრობელემების, სექსუალობისა და ცხოვრებისეული გამოწვევების შესახებ გვიამბობს.