CinéDOC-Tbilisi 2019 – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

საერთაშორისო დოკუმენტური ფილმის ფესტივალი CinéDOC-Tbilisi წელს 8-დან 13 მაისის ჩათვლით გაიმართება. 

წელს პროგრამა თემატურ კატეგორიებადაა დაყოფილი:

რეჟისორი ფოკუსში, უპირობო სიყვარული, რწმენის მიღმა, წითელი სული, ჩვენ და ჩვენი პლანეტა, ადგილი, რომელსაც სახლს ვუწოდებთ, ოჯახური პორტრეტები, კონფლიქტის შემდეგ, მარად ახალგაზრდა, ცვალებადი ქალაქები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, Erotic DOX და ადაპტაცია.

“მრავალფეროვანი თემების პარალელურად, ყველა ფილმი მარადიულ კითხვაზე აქცენტირდება – დღევანდელ ეპოქაში რას ნიშნავს იყო ადამიანი? პასუხს კი ისინი არანაკლებ კომპლექსური თემების ანალიზით ეძებენ, როგორებიცაა ოჯახი, სიყვარული, დრო, ბავშვობა, ასაკი, თავისუფლება… ამბები, რომლებზეც ეს დოკუმენტური ფილმები გვიყვებიან, ამ ნაცნობი თემების მიღმა ახალი მნიშვნელობების პოვნის მცდელობაა, იმისთვის, რომ აღმოაჩინო ახალი გზები ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად” – ვკითხულობთ 2019 წლის პროგრამაში. 

განსაკუთრებული ინტერესი მაყურებელში ფილმმა Putin’s Witnesses – პუტინის მოწმეები  გამოიწვია. ფილმი შეეხება ვლადიმერ პუტინს, მის კარიერასა და პოლიტიკაში მოსვლის საწყის პერიოდს. ფილმი დაფუძნებულია უნიკალურ დოკუმენტურ მასალაზე. 

დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებგვერდს – www.cinedoc-tbilisi.com