და რა არის Secret Crush-ი?

Secret Crush – ფუნქციაა, რომელსაც Facebook-ი სულ მალე მსოფლიოს მაშტაბით დაამატებს.

სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ 9 ადამიანი, რომლებიც მათში ინტერესს იწვევენ. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მათი და მათ მიერ არჩეული “ქრაშის” ინტერესები ერთმანეთის მიმართ დაემთხვევა, სოციალური ქსელში ერთმანეთის სახელების დანახვა იქნება შესაძლებელი.


„საიდუმლო ქრაში“ სხვადასხვა აპლიკაციების, Tinder-ისა და Bumble-ის მიერ აქამდე გამოყენებული მექანიზმის ანალოგიურია.

„საიდუმლო ქრაშის“ ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ კოლუმბიაში, კანადაში, ტაილანდში, არგენტინასა და მექსიკაში, ანუ იქ, სადაც Facebook Dating-ით სარგებლობა შეიძლება.