Vetements-ის აპლიკაცია აფხაზეთში ქართველების გენოციდზე გიამბობთ

Vetements-მა თითქმის ერთი წლის წინ დაანონსებული აპლიკაცია გამოუშვა. აპლიკაციის გადმოწერა უკვე შესაძლებელია.

 

2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი აპლიკაცია იყო, რომელსაც ბრენდი აანონსებდა. რამდენიმე დღის წინ კი, აპლიკაციის ბმული ბრენდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

აპლიკაციის მთავარი ხიბლი QR კოდშია.

თუ ტანსაცმელზე დატანილ QR კოდს დაასკანირებთ, გადამისამართდებით ვიკიპედიაზე. ვიკიპედია კი მოგიყვებათ ისტორიას აფხაზეთში ქართველების გენოციდზე.